დავით კირკიტაძე სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება

20 დეკემბერი 2018, 00:00 2107 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

სასამართლოს შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული.

დავით კირკიტაძე, პოლიციამ  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციის საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობასა და ძალადობას გულისხმობს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი