"ხშირად მეკითხებიან, რა იქნება შემდეგი რეფორმა ქვეყანაში, შემდეგი დიდი რეფორმა იქნება განათლებაში" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
მისი განაცხადებით, ყველაზე დიდი კაპიტალი ქვეყანაში მოქალაქეებია და მათი ნიჭისა და უნარების განვითარება, წინაპირობა უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის.
"საქართველოში დიდი ნიჭი და ტალანტია, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ყველაზე მცირე დაფინანსება განათლებას ჰქონდა. ეს ძალიან ცუდად პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრებული იყო აისახა ჩვენს ეკონომიკაზე, ამიტომ ჩვენ დავიწყებთ 2019 წელს რეფორმას, რომელიც მოგვცემს საშუალებას რომ განათლებამ შეადგინოს 10-11%-იანი წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ჩვენ სამჯერ უნდა გავზარდოთ ინვესტიცია ამ მიმართულებით" - ამბობს ბახტაძე.
მისი განმარტებით, განათლების 5 დონიან სისტემის განვითარებისთვის დამატებითი ფინანსები ჩაიდება.
"სწორედ ეს არის გამოსავალი და გზა, რომ საქართველო ჩავაყენოთ განვითარებული ეკონომიკების რიგში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა დაგვეხმარება დავძლიოთ ყველა ის დაბრკოლება, რომელიც გვაქვს ქვეყანაში - უმუშევრობისა და სიღარიბე. მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის შეზღუდულია არეალი თავისი საქმიანობის. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, მართალია განათლების რეფორმით ყველა პრობლემას ვერ გადავჭრით, თუმცა ეს იქნება ლოკომოტივი პრობლემების დაძლევის კუთხით" - თქვა პრემიერმა.