სასამართლოსთან ასობით პოლიციელი იმყოფება, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი მიმდინარეობს

20 დეკემბერი 2018, 00:00 1873 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან

გურჯაანის რაიონულ სასამართლო ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 

სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. შენობაში შესასვლელთან პოლიციის კორდონებია

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესზე შესვლას ყველა ვერ ახერხებს, რადგან მათივე მტკიცებით, იქ გადაცმული სუსის  8  თანამშრომელი იმყოფება. "ვერ შევდივართ ვერავინ, რადგან იქ, თითქოს კირკიტაძის გულშემატკივრები, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სუსის თანამშრომლები იმყოფებიან. ვერავინ ვერ ცნობს მათ, ვერც ოჯახის წევრები, ეს არის უკვე კრიმინალი, კრიმინალი გახარიას ქმედებები" - განაცხადა პარლამენტის წევრმა თინათინ ბოკუჩავა, რომელიც 11 საათზე არ შეუშვეს სხდომათა დარბაზში. 

დავით კირკიტაძეს შსს ინაუგურაციის დღეს, პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი