რა კვლევებზე დახარჯავს მომავალ წელს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ბიუჯეტში გაწერილ ნახევარ მილიონამდე თანხას. უწყებაში აცხადებენ, რომ კვლევებმა ახალი ტურისტული ადგილები და შესაძლებლობები უნდა გამოავლინოს.
ერთ-ერთ ასეთ ადგილად განიხილება გონიოს ყოფილი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორია. მომავალი წლიდან სამინისტრო ასევე განსაკუთრებულ აქცენტს, მაღალმთიანეთზე აკეთებს.