პროფესიული საჯარო მოხელის დღე - პრემიერის ინიციატივა

19 დეკემბერი 2018, 00:00 2026 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში პროფესიული საჯარო მოხელის დღის დაწესების  ინიციატივით გამოდის.როგორც მან საჯარო სამსახურის რეფორმის დანერგვის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ეს ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.„ინიციატივა გულისხმობს, რომ დავაწესოთ პროფესიული საჯარო მოხელის დღე.

უნდა დავაფასოთ ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან აცხადებს პრემიერ მინისტრი. მისივე შეფასებით, საჯარო მოხელე სახელმწიფოს უწყვეტი ფუნქციონირების დასაყრდენია და შესაბამისად, მათი პროფესიული ღვაწლის დაფასება და მხარდაჭერა ვალდებულება და პრიორიტეტი.

ამავე კატეგორიაში