ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და პოლიტიკური პარტიების პოზიცია

18 დეკემბერი 2018, 00:00 1478 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია დღის წესრიგს არ ცვლის.  ხვალ საპროტესტო აქცია გურჯაანში დაგეგმეს. არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ  ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.  

საარჩევნო სისტემის ცვლილება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება - ამ მოთხოვნის დათმობას გაერთიანებული ოპოზიცია  არ აპირებს. ეს მოთხოვნა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მწვავე გახდა.

თავის მხრივ, დათმობას არ აპირებს ხელისუფლება. მიაჩნიათ, რომ ოპონენტები საკუთარ ხედვებში ჩამოყალიბებული არ არიან და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა აქვთ.

სანამდე შეიძლება მივიდეს პროცესი  და არის თუ არა შესაძლებელი პოლიტიკურად და სამართლებრივად ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა.  

კონსტიტუციონალისტებს მიაჩნიათ, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მძიმე პოლიტიკური შეთანხმების საგანია. ექსპერტთა ნაწილი კი პოლიტიკური უთანხმოების ფონზე, ქვეყნის გარე, მტრული ძალების გააქტიურებასაც ელოდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი