ფერმერები საწარმოში მანდარინის ჩაბარების პრობლემაზე საუბრობენ

18 დეკემბერი 2018, 00:00 1690 ნახვა

ქობულეთში ციტრუსის მიმღები საწარმო     მანდარინს ვერ იბარებს.  საწარმოს მიმდებარედ  ფერმერებს  არასტანდარტული მანდარინი აქვთ მიტანილი, თუმცა მათი ინფორმაციით, 10  დღეა  საწარმოში ჩაბარებას ვერ ახერხებენ, რის გამოც ციტრუსი ფუჭდება.

საწარმოს ხელმძღვანელის თქმით,  მიზეზი  ტექნიკური პრობლემაა. კახა  შავაძის თქმით, დაზიანდა დანადგარი, რომლის შეკეთებაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მისივე თქმით,  საწარმოში სპეციალისტებს დღეს ელოდებიან ,რის შედეგადაც პრობლემა უნდა მოგვარდეს.  

ამ დრომდე საწარმომ ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინი მიიღო და ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ მანდარინს  შეუზღუდავი  რაოდენობით  კვლავ  ჩაიბარებს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში