გიორგი გახარია აქციის მონაწილეებზე - ყველა კანონდამრღვევი დაისჯება, სტატუსის მიუხედავად

16 დეკემბერი 2018, 00:00 1436 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს აქციაზე დაფიქსირებული დარღვევების გამო ყველა დაისჯება, განურჩევლად მათი სტატუსისა. „დღეს ღონისძიებაა ინაუგურაცია, აქციის მონაწილეებისთვის იყო შეთავაზებული ალტერნატიული გზა. სხვებს, როგორც ჩანს, სხვა გეგემები ქონდათ და მიყვნენ ამ გეგმას. მათი გეგმა იყო ჩაეშალათ ინაუგურაცია.

მინდა მადლობა ვუთხრა და ბოდიში მოვუხადო თითოეულ პოლიციელს, რისი მოთმენაც და მოსმენა მოუხდათ მათ. ვპირდები პირველ რიგში მათ, ჩემს პოლიციელებს, რომ ყველა აგებს პასუხს ამაზე, განურჩევლად მისი სტატუსისა. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, მინისტრმა განაცხადა, რომ „ხანდახან სახალხო დამცველმა პოლიციელების, ჟურნალისტების და სხვა ადამიანების უფლებებიც უნდა დაიცვას“. კომენტარი გიორგი გახარიამ რუსთავი 2 ეთერში გააკეთა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი