გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები სამართალდამცველების ჯგუფის გარღვევას ცდილობენ, რათა თელავის მიმართულებით გზა ფეხით გააგრძელონ.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელებას სთავაზობდნენ.