საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება მოჰყვა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი და სხვა საპატიო სტუმრები.