თელავისკენ მიმავალი აქციის წევრებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

16 დეკემბერი 2018, 00:00 1558 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ტერიტორიაზე, რომელიც გადაკეტილია სასწრაფო დახმარების ავტომანქანის შეშვებას.

თუმცა, იმის გამო რომ გზა გადაკეტილია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ტერიტორიაზე ვერ შედის. ქალი, რომელიც შეუძლოდ გახდა, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთი მოსახლის ეზოში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი, ხეებზე არიან ასულები და საქართველოსა და უკრაინის დროშებს აფრიალებენ, ამით გამოხატავენ პროტესტს და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. აქციის სახვა მონაწილეები ფეხით აგრძელებენ მსვლელობას თელავამდე.

ისინი, მუკუკანში - ველისციხის გადასახვევთან იმყოფებიან.

პოლიციელები საკაცით ცდილობენ გადაიყვანონ ქალბატონი, თუმცა ახლო პერიმეტრზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ ჩანს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი