მოქალაქე სამართალდამცველების წინააღმდეგ. 23 წლის ირაკლი ქაჯაიას ოჯახის წევრები პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსსა და თანამშრომლებს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც ქაჯაიას დედა აცხადებს, მისი შვილი პოლიციამ ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით დააკავა.