თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი-აქ ხვალ ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიცია აქციებს გამართავს. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ლეგიტიმაციას ეჭქვეშ აყენებს. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით მრავალათასიანი აქციით გააპროტესტებენ იმას, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება წაართვა.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ აქციის მიზანი დაპირისპირება არ იქნება. ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ პირველი პირის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.