ვებგვერდ VALI.GE-ს „ვითიბი ბანკის“ მსესხებლებიც დაემატა. შესაბამისად, საიტზე საკუთარი მონაცემების შემოწმება „ვითიბი ბანკის“ ე.წ. შავ სიაში მყოფებსაც შეუძლიათ.
ამ დროისთვის მსესხებელთა ჯამურმა რაოდენობამ 412 ათასს გადააჭარბა, სესხების რაოდენობა 695 644-ია, დავალიანების ჯამური თანხა კი 3 მილიარდ ლარზე მეტია.
ამ ეტაპისთვის, ვებ-გვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან გაცემული სესხები.