ახალი საგანი სკოლებში - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ - თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სასწავლო მასალის დახვეწაზე მუშაობა მიმდინარეობს. საკითხზე ერთობლივად მუშაობენ თავდაცვის, განათლების სამინისტროები და ვეტერანთა საქმეთა სამსახური.
ნუკრი გელაშვილის განცხადებით პროექტის მიზანია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება საქართველოს თავდაცვის ძალებზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე, ასევე ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა.
გაკვეთილებს სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ჩაატარებენ. ელექტრონული ვერსიის შემუშავების და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის რეკომენდაციების შემდეგ, წიგნი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.