აჭარის რაგბის ფედერაციის ინიციატივით ბათუმში საქველმოქმედო ფონდი „ერთმანეთისთვის“ დაფუძნდა. ინიციატივას აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციები და კლუბები შეუერთდნენ.
შეგროვებული თანხით სოციალურად დაუცველ ბავშვებს და მოზარდებს დაეხმარებიან. ფონდი ბავშვების სპორტულ აღზრდაშიც მიიღებს მონაწილეობას. პირველ საქველმოქმედო აქცია საახალწლოდ იგეგმება.