„BATUMI BUILD 2018“ დაიხურა

09 დეკემბერი 2018, 00:00 1896 ნახვა

სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების  მერვე საერთაშორისო გამოფენა დასრულდა.   დახურვის ცერემონიაზე   „ბათუმი ბილდ 2018“-ის  მონაწილე კომპანიებს სპეციალური სერთიფიკატები და სიგელები გადაეცათ .

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის   კომპანია „ჯეონეტ   ექსპოს“  სპეციალური  საჩუქარი ერგო  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა  3 დღის  განმავლობაში     გაცნობოდა  ახალ ტექნოლოგიებს, სამშენებლო  მასალებს, დანადგარებს, აღჭურვილობას,ინტერიერის და  ექსტერიერის დიზაინს,ასევე გაგრილების სისტემებს .   გამოფენაში   5  ქვეყნის     60 -მდე კომპანია  მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი