გიორგი მარგველაშვილი მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თითქოს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით მის მიმართ არანაირი შანტაჟის მცდელობა არ ყოფილა.