ერევა თუ არა მთავრობის თავმჯდომარე თვითმმართველობის ფუნქციებში?

08 დეკემბერი 2018, 00:00 1781 ნახვა

ვინ  ცდილობს აფათუროს ხელი ბიზნესმენების ჯიბეში?-ეს არის მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  ბიზნესმენებთან შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ტელეკამერების წინ, მშენებლების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და მიუღებლად მიიჩნია, გენგეგმის არარსებობის გამო პროექტების შეფერხება.

თორნიკე რიჟვაძეს კონკრეტულად არ უსაუბრია თანამდებობის იმ პირებზე, ვისაც მისი გზავნილი ეკუთვნოდა, თუმცა მისი განცხადებები, თვითმმართველობის ფუნქციებში ჩარევად  შეაფასეს, მესამე სექტორში. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ნებართვებთან დაკავშირებით, ბიზნესის წარმომადგენლებს პრობლემები მართლაც ექმნებათ და მათი მოგვარების მიზნით, ბიზნეს ომბუდსმენსაც მიმართავენ, თუმცა ამაზე საუბარს, კამერებთან, თავს არიდებენ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი