''ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა და აჭარაში პარტიის სიის პირველმა ნომერმა, ლევან ვარშალომიძემ ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურიდან კენჭს იყრის მიშა ბოლქვაძე, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად ქენან კახიძე იბრძოლებს. კანდიდატების წარდგენის შემდეგ ლიდერებმა ახალშენის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და პრობლემების მოგვარების პირობა მისცეს.