ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომელმაც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
დე ფაქტო საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა მკაცრად რეგლამენტირებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებებით“.