ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი - ხონის გზაზე - მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. მიკროავტობუსში კონტრაქტორი სამხედროები იმყოფებოდნენ. არიან დაშავებულები. 15 პაციენტიდან, 9 რჩება ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოში.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.