ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს ითვლიან არამხოლოდ ქუჩაში, არამედ შენობებშიც. დამაბინძრებელ გარემოებებს შორისაა შეშა. უნდა აღინიშნოს, რომ საკვების მოსამზადებლად, ან გასათბობად საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 46 პროცენტი იყენებს შეშას.
გასათბობად იყენებენ შეშის ღუმელებს სკოლების უმეტესობაშიც. დაბლობებში კი ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული. შეშით თბებიან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბესელაშვილებშიც. დაწყებითი სკოლის შენობა, სადაც ამჟამად ხუთი მოზარდი სწავლობს, ამორტიზებულია. სიძველისგან დაზიანებულ კედლებში კი კლასის გათბობა რთულდება. ღუმელი საერთოდ არ აქვთ სამასწავლებლოში.