პოლიტიკოსი ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

04 დეკემბერი 2018, 00:00 3578 ნახვა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ  პარლამენტის ყოფილი დეპუტატი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია ნიკა რურუას გარდაცვალების მიზეზი, პირველადი ინფორმაციით მედიკოსებს ის სახლში გარდაცვლილი დახვდათ. 

რურუას სახლში ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, სახლთან ახლოს კი ოჯახის ახლობლები, მეგობრები და  "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები. 

ამ ეტაპზე, გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.  

ნიკა რურუა 50 წლის იყო, იგი პოლიტიკაში 2001 წლიდანაა. 2008 წლიდან 2012 წლებამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი