-6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მილანში ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამ-ის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გაიმართება სუამი-კანადის შეხვედრა.