გაერთიანებული ოპოზიცია გასული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არასამართლებრივად მიიჩნევს და არჩევნების რეზულტატების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ოპოზიცია ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე აძლევს ვადას.
წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ აქციას აანონსებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების დასკვნით, საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და მცირე დარღვევებს არჩევნების პროცესზე და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საკითხს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.