ვნახეთ ოპოზიციის „დიდი აქცია”, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად მათ რესურსი არ გააჩნიათ - კობახიძე

03 დეკემბერი 2018, 00:00 1719 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად რესურსი არ გააჩნია. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო.

''ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი „დიდი აქცია”, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო წესით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი