„ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები“- გიორგი მარგველაშვილი

02 დეკემბერი 2018, 00:00 1437 ნახვა

ყველა ცდილობს, გაექცეს რუსეთს, – განცხადება BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, გააკეთა. მისი თქმით, დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთი დღეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მსოფლიო რუკა, რომელიც რუსეთში იბეჭდება, რადიკალურად განსხვავდება იმათგან, რომელიც გამოიცემა თბილისში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში,  რუსეთს კი არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებს აღიარებენ.

მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგის დაწყება ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში იგეგმებოდა, მაგრამ შემდეგ რუსეთმა შექმნა პრობლემა უკრაინაში და ხელი მოაწერა ე.წ. სტრატეგიულ შეთანხმებებს მის მიერვე ოკუპირებულ რეგიონებთან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი