"გერმანული ენა განათლების სისტემაში"-თემაზე გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან, სკოლის დირექტორებთან და გერმანული ენისა პედაგოგებთან ერთად მსჯელობენ. ინიციატივა, საქართველოში გერმანული ენის სწავლების ერთგვარი კრიტიკული გადახედვაა.
იგეგმება გერმანული ენის სხვა საგნებთან ინტეგრირებული სწავლის მეთოდის დანერგვაც. გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით, დასავლეთ საქართველოში დაგეგმილი მასშტაბური ტურნეს პირველ ღონისძიება ბათუმის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ღონისძიება სემინარებს, ლექციებს, საგანმანათლებლო გამოფენასა და კულტურულ პროგრამას მოიცავს.