ოპოზიციის აქცია და ხელისუფლების პოზიცია

30 ნოემბერი 2018, 00:00 1855 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია, კვირას რუსთაველზე საპროტესტო აქციას აანონსებს, მმართველი გუნდი კი მათ საპასუხო  მესიჯებს უგზავნის.  ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა არ დაუშვებს რევოლუციური და რევანშისტული სცენარის განხორციელებას. მისი თქმით, ნებისმიერი ძალა გადატრიალების მცდელობისთვის უმკაცრესად დაისჯება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ  მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის. პრემიერმა საგამოძიებო უწყებებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყების მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა, ამიტომ ისინი კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი