სადამკვირვებლო მისიებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს

29 ნოემბერი 2018, 00:00 1888 ნახვა

წინასაარჩვენო პერიოდი და კენჭისყრის დღე შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა. ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა აქცენტი ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი ადამიანებისთვის ვალების ჩამოწერაზე გააკეთა და თქვა რომ ეს შესაძლოა იქნეს მიჩნეული ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. იგი კამპანიას ნეგატიურად ახასიათებს.

ეუთო-ს დამკვირვებლები ამბობენ რომ დადებითია მაღალი აქტივობა, თუმცა ეს აძლიერებს ეჭვს ამომრჩეველთა შესაძლო დაშინებაზე. კრისტიან ვიგენინიც აქცენტს ნეგატიურ კამპანიაზე აკეთებს, რაც მისი თქმით ძირს უთხრიდა პროცესს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდრე ჰუნკო კი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს საერთაშორისო იმიჯს არ დააზარალებს.

განცხადება გაავრცელეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც. ამბობენ, რომ არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში