7 ათასზე მეტი ხმით ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი ქედაში. გრიგოლ ვაშაძეს მხარი ამომრჩეველთა 37,78 %-მა დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა 50 პროცენტიანი ბარიერი ქედაში პირველ ტურშიც გადალახა.
მე-80 ოლქში 6 საჩივარი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დაწერეს, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს და უბნის გარეთ აგიტაციას ეხება. გაერთიანებულ ოპოზიციას პრეტენზიები აქვს არჩევნების შედეგებზე, საუბრობენ გაყალბებაზე, რასაც მმართველი გუნდის წევრები უარყოფენ.