მეორე ტურის შედეგები - პოლიტიკური შეფასებები

29 ნოემბერი 2018, 00:00 2318 ნახვა

• ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა  და პარტიის სხვა ლიდერებმა, მათ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს. „თქვენ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში“-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა და პრობლემები. ეს ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ.-ეს მამუკა ბახტაძის სიტყვებია. პრემიერ - მინისტრის განცხადებით საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით აჟიოტაჟის, ხელოვნური დაძაბულობის შექმნით, ბუნებრივია ვერავინ ვერაფერს მიაღწევს.  მამუკამ მდინარაძის განცხადებით კი- უკვე ახალი დღის წესრიგზე უნდა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ. სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, შეეგუოს ყველა ადამიანი ამას, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ჩვენ მათ ინტერესებსაც ყოველთვის დავიცავთ და აღარ არის საჭირო ზედმეტი მოძრაობები და ზედმეტი პროვოკაციები“,- განაცხადა მდინარაძემ.

• არჩვენების პირველადი შედეგების გამოცხადებას გვიან ღამემდე ელოდნენ. „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბში. აქ იყვნენ აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, მინისტრთა კაბინეტის, უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრები. მმართველი გუნდის შეფასებით არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და პროცედურულის გარდა მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა. გამოცხადებული ნდობისთვის მათ ამომრჩეველს მადლობა გამოუცხადეს.

• საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გუშინვე შეაფასეს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ შტაბში.

• საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს გაერთიანებული პოზიციის სხვა ლიდერებმა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი