34 უბნის მონაცემებით, შუახევში სალომე ზურაბიშვილი 61,38% იგებს

28 ნოემბერი 2018, 00:00 2577 ნახვა

შუახევში 49 საარჩევნო უბნიდან, 34 უბნის მონაცემები ოლქში უკვე შევიდა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით,  ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაახლოებით 23 პროცენტით უგებს. 

ზურაბიშვილმა 34 უბანზე, საერთო ჯამში 3 114 ხმა მიიღო, რაც 61,38%-ია. 

გრიგოლ ვაშაძემ კი 1959 მოქალაქის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პროცენტულად 38,62-ია. 

შუახევში არჩევნებზე, პირველ ტურთან შედარებით 5%-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში