მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა - სალომე ზურაბიშვილი

28 ნოემბერი 2018, 00:00 1785 ნახვა

სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას, ''ქართულ ოცნებას'' და ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა პირველი კომენტარი ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებიდან, დაახლოებით საათნახევარში გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, მოქალაქეებმა პრინციპული არჩევანი გააკეთეს, მაღალი აქტივობა კი ნიშნავს მაღალ დემოკრატიას.  

''დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოოდ მტკიცე უარი წარსულზე. იმაზე რაც ყველაზე მეტად აფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და განთავისუფლებას . ჩვენი არჩევანი მშვიდობიანი და თავისუფალი საქართველოა. ჩემი არჩევანია დიალოგი საზოგადოების იმ ნაწილთან ვინც დღეს ხმა არ მომცა  და ვინც ჩვენი თანამოაზრე არ არის,  მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ  და უნდა ვიცხოვროთ,  გავამთლიანოთდავაწყნაროთ.  გპირდებით ყველაფერს ვიღონებ რასაც შევძლებ იმისთვის, რომ ამას მივაღწიოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ  დღევანდელი არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ეს უზრუნველყო ჩვენმა სახელმწიფომ.

მადლობას ვუხდი ყველას ვინც მოვიდა არჩევნებზე რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტივობა, რაც დღეს დაფიქსირდა ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას. მადლიერი ვარ იმ პარტიის, რომელმაც მხარი დამიჭირა, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და შვილების, რომლებმაც განმიმტკიცეს რწმენა, რომ არასდროს არ უნდა დანებდე, არ უნდა შეგეშინდეს. რა თქმა უნდა დაველოდებით საბოლოო შედეგებს რათა საბოლოოდ დადასტურდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი.''- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი