ასეთი ''არჩევნები'' საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა - გრიგოლ ვაშაძე

28 ნოემბერი 2018, 00:00 2270 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ისინი საბოლოო შედეგებს დაელოდებიან და წინასწარი მონაცემები არაფერს ცვლის. 

ვაშაძე ამბობს, რომ 17:00 საათის შემდეგ ამომრჩევლების აქტივობა იყო ძალიან მაღალი, ამიტომ არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია ''რუსთავი 2-ის'' მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეიცვალოს. გამოკითხვა  ამერიკულმა კომპანია ''Edison Research-მა''  ჩაატარა. 

"უღრმეს პატივს ვუდასტურებთ "რუსთავი 2"-ს, მაგრამ დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა არჩევნებზე ზუსტად 17:00 საათის შემდეგ. ასეთი "არჩევნები" საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია, მოსყიდვა მოხდა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი საქმეში იყო ჩართული", - განაცხადა ვაშაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ​''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილმა დამოუკიდებელი კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55.00% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 45.00%. 

ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კი კიდევ ერთი ეგზიტპოლი Gallup International-მა ჩაატარა. 18:00 საათის მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58%, გრიგოლ ვაშაძე კი 42% მიიღო.​

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი