არშემდგარი კენჭისყრა ნახევრად ცარიელ დარბაზში

15 აპრილი 2016, 00:00 4363 ნახვა

უმაღლესი საბჭოს  თითქმის ცარიელი დარბაზი, კვლავ ღიად დარჩენილი უსკოს თავმჯდომარის თანამდებობა და “ქართული ოცნების” წევრის დავით ბაციკაძის მივლინების გამო არშემდგარი კვორუმი - როგორც ამას დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე მიიჩნევს.  მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ  ეს მივლინება სხდომამდე გაცილებით ადრე დაიგეგმა. მოკლედ, “ქართული ოცნების” ოპტიმიზმი არ გამართლდა. უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსი მესამედ გამოცხადდება. რესპუბლიკელი გია მასალკინი მიიჩნევს, რომ ამჯერად კონსულტაციების ხარჯზე უნდა შეირჩეს კანდიდატი, ვინც საბჭოს მინიმუმ 11 წევრისთვის იქნება მისაღები. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში