რამდენიმე წუთის წინ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა არჩევნების მიმდინარეობა შეაჯამა და განაცხადა, რომ საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გიგაურის თქმით, საქართველოს მასშტაბით 70-მდე დიდი და პატარა სახის დარღვევები დააფიქსირეს, თუმცა ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 9 საჩივარი დაიწერეს.
აქედან ოთხი საჩივარი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით დაიწერა, რომლებიც ორგანიზაციის მტკიცებით ქარელის ნომერ #1 საარჩევნო უბანთან, აბაშის #23-ე უბანზე, ბათუმში კი #90-ე და მე-11 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.
"ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ მოქალაქეები ამ უბნებზე, ჯერ აკეთებდნენ არჩევანს, შემდეგ კი გამოდიოდნენ უბნიდან და მათ კოორდინატორები თანხას გადასცემდნენ" - განაცხადა ბრიფინგზე გიგაურმა.
''გამაჭვირვალობა საქართველოს'' ინფორმაციით, კენჭისყრის შენობაში მისული ამომრჩევლის აღრიცხვა მიმდინარეობდა. ორგანიზაციამ 8 ასეთი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის 4 ბათუმში - მე-7, 18-ე, 90-ე და 98-ე უბნებზე.