პოპ-ვარსკვლავმა კრისტინა აგილერამ საკონცერტო დარბაზ ბლექ სი არენაზე პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა. ამერიკელი მომღერალის კონცერტი შეკვეთილში ხვალ გაიმართება. კრისტინა აგილერა პირველი იქნება ვინც ბლექ სი არენას სცენაზე გამოვა. სწორედ ამერიკილი ვარსკვლავი გახსნის ახალ საკონცერტო დარბაზს შეკვეთილში, სადაც მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები გამართავენ კონცერტებს. აგილერას შემდეგ ბლექს სი არენას სცენას ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი აიკავებს. იგი მსმენელის წინაშE 8 აგვისტოს წარდგება, 13 აგვისტოს ანსამბლი „ერისიონი“, ხოლო 20 აგვისტოს შეკვეთილში როკ-ჯგუფი სკორპიონის-ის კონცერტი გაიმართება.