ოპოზიცია მმართველ გუნდს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების დაშინებაში ადანაშაულებს

26 ნოემბერი 2018, 00:00 1592 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის ბათუმის წარმომადგენელი მმართველ გუნდს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს. გია ხალვაშის ინფორმაციით,  პოლიციელებს ოპოზიციური პარტიების აქტივობების სოციალურ ქსელში  მოწონება და გაზიარებაც ეკრძალებათ.    ის ამბობს, რომ მას ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები აქვს,  თუმცა უწყების წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით მასალას ვერ გაასაჯაროვებს.

ქართულ ოცნებაში გია ხალვაშის განცხადებას აბსურდს უწოდებენ. ლადო მგალობლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციელებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ეკრძალებათ, განცხადება კი ოპოზიციური პარტიის მხრიდან მოსალოდნელ დამარცხების შიშს უკავშირდება. შინაგან საქმეთა  სამინისტროში აცხადებენ, რომ   უწყებას ზოგადად  საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალება და ნებისმიერ დროს, ის არის ნეიტრალური.     

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი