''24 ნოემბერი სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა, რომელმაც 11 არაჩვეულებრივი, ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა'' - დავით გაბაიძე

24 ნოემბერი 2018, 00:00 1474 ნახვა

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის წლისთავს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. „ამ უდიდესმა ტკივილმა თითოეული ჩვენგანი შეძრა. ტრაგედიის ადგილზე უამრავი ადამიანი მიდიოდა სანთლებით, ყვავილებით. ყველა მათგანი გლოვობდა დაღუპულებს და იზიარებდა მწუხარებას, რომელიც მხოლოდ მათი ოჯახების და ჩვენი ქალაქის, კუთხის მწუხარება არ ყოფილა.

24 ნოემბერი სრულიად საქართველოს ტრაგედიად იქცა, რომელმაც 11 არაჩვეულებრივი, ჯანღონითა და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. მათი ხსოვნა სამარადისოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი