ხულოს სოციალურ სახლში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. მოქალაქეებმა საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ბეტონის საწარმოს დემონტაჟი მოითხოვეს. მათი თქმით, საწარმოს ფუნქციონირება საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
აქციის მონაწილეებს მერის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა. ვახტანგ ბერიძის განმარტებით, მშენებლობა კერძო კომპანიამ კანონის დარღვევით დაიწყო, რის გამოც მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მეწარმე დააჯარიმა. მოხდება თუ არა დემონტაჟი ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.