1 წელი „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან - 2 ბრალდებული, 11 დაღუპული და 20 დაშავებული

24 ნოემბერი 2018, 00:00 2693 ნახვა

1 წელი „ლეოგრანდის“ ტრაგედიიდან - 2 ბრალდებული, 11 დაღუპული და 20 დაშავებული. ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულები ახლობლებმა გაიხსენეს და სასტუმრო „ველმონდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანთლები დაანთეს. ტრაგედიის შემდეგ სასტუმროში  სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობდა  საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური და სასტუმროს ადმინისტრაციას  არაერთი გაფრთხილება და რეკომენდაცია მიეცა.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასტუმროს ადმინისტრაციამ  რეკომენდაციები არ შეასრულა რის გამოც, მას  ფუნქციონირება შეუჩერდა. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ამ ეტაპზე  სასტუმროს ხუთ სართულზე ტურისტების უსაფრთხოება დაცულია და სასტუმრო ველმონდი   უსაფრთხოების  კუთხით კონტროლდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში