ბათუმში, ევროპის მოედანზე ''საქართველოს პარტიოტთა ალიანსის'' მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა.
''არა მიშას'', ''არა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამსხვრევებს,- ამ ლოზუნგით მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ.
"ჩვენ სააკაშვილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ამ სადისტებისა და მანიაკებისთვის დასათმობი საქართველო არა გვაქვს. ის, რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში 2003 და 2012 წლებში იყო ძალადობა და ტერორი, ადამიანების განადგურება და მოსპობა. ჩვენთან აქ იმყოფება მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის მეუღლე, ყველას მინდა მიუსამძიმრო, ყველას ვინც იმ რეჟიმმა მოკლა. 140 ადამიანი მოკლეს და ქუჩაში, დაუმარხავი დატოვეს პატრიოტი ბიჭები 2008-ში. პატრიარქი, რომ არ ჩასულიყო დატოვებდნენ იქ და ვერ გადმოვაბრძანებდით სამშობლოში. ეს ნამდვილი მოღალატეები ესენი, ეს ნამდვილი სამშობლოს გამყიდველები. ეს ხალხი დღეს, ეს სამშობლოს გამყიდველები და ქართული მიწის გამსხვისებლები სხვებს ეუბნებიან მოღალატე ხარო. პირდაპირ ვამბობს, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანი იქნება, რომ ესენი გასამართლდნენ, ეს დამნაშავეები. ჩვენ მივაღწევთ ამას, აუცილებლად მივაღწევთ ამას. იცით, რომ პარლამენტში არის რეზოლუცია და უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე არჩევნების შემდეგ, რომელიც სააკაშვილი ბოკერიას რეჟიმს შეაფასებს დამნაშავე რეჟიმად. ქართულ ოცნების ყველა დეპუტატს მოვუწოდებ, რომ მხარი დაუჭირეთ ხალხის ამ მოთხოვნას და ამ რეზოლუციას" - განაცხადა პარლამენტის წევრმა "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილმა.
აქციაზე მხარდამჭერებმა ევროპის მოედანი სრულად შეავსეს.
გურამ ტურაშვილის ფოტო
აქციაზე პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. უამინდობის გამო, დაახლოებით ნახევარ საათში ევროპის მოედანზე შეკრებილები დაიშალნენ.