“სამი არასამთავრობო ტყუილშია გამოჭერილი'' - თეა წულუკიანი

22 ნოემბერი 2018, 00:00 2000 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციებს ''ნაციონალურ მოძრაობასთან'' კავშირში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, მესამე სექტორმა წყარო ვერ დაასახელეს, რადგან ის არ არსებობს. 

''ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, სხვა სიტყვა ამას არ ჰქვია, გამოჭერილი იქნა ტყუილში'' - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების, „საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა. 

„საიდან მოდის ეს ტყუილი, ჩემთვის პრინციპში ალბათ, არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რომ ეს ტყუილი გამხდარიყო როგორმე დამაჯერებელი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მესამე სექტორი აცხადებს, რომ ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის სქემაში ჩართულები არიან სახელმწიფო სერვისების მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი