დრამა, რომელიც მისულია ტრაგედიამდე- ასე ახასიათებენ სპექტაკლის სცენარს, რომლის პრემიერა ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე დღეს გაიმართება. ლინას მარიუს ზაიკაუსკასის სპექტაკლი "მოპარული ბედნიერება" ივან ფრანკოს დრამის მიხედვით დადგა. სპექტაკლში ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. საპრემიერო ჩვენებები სამ დღეს გაგრძედლება.