გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საჩივარი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, რომლითაც ოპოზიცია საარჩევნო თარიღის შეცვლას ითხოვდა, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, შუა კვირაში კენჭისყრის პროცესის ჩანიშვნა, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უზღუდავს, ამიტომ გაერთიანებული ოპოზიცია ცესკოს კანონდარღვევაში ადანაშაულებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, მოსამართლემ არ ისურვა პასუხისმგებლობა აეღო და საარჩევნო კოდექსის მუხლები ისე განემარტა, რომ მოქალაქეების უფლებები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.