აგრესიული საარჩევნო პოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულეს ერთმანეთი მედეა ვასაძემ და დავით ბაციკაძემ, გუშინ გადაცემა „მთავარი აჭარაში“.
მედეა ვასაძე, რომელიც წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ძალადობრივი პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა, მათთან ალიანსში შესვლის ერთ-ერთ წინაპირობად „ქართული ოცნების“ მიერ ყოფილი ხელისუფლების ზონდერების დაწინაურებას ასახელებს. კონტრარგუმენტებთან ერთად დავით ბაციკაძემ მმართველი გუნდის მთავარ შეცდომად ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის სიღარიბე დაასახელა.