მედიცინაში ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის 85 წლის ექიმ-პედიატრს ლამარა კალანდარიშვილს დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. მას ჯილდო ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ გადასცა. დაჯილდოვება სიმბოლურად საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრების მედიკოსებთან შეხვედრას დაამთხვიეს. ლამარა კალანდარიშვილი სამედიცინო სფეროში 1956 წლიდან მოღვაწეობს. 2010 წლამდე ექიმ-პედიატრად მუშაობდა დედათა და ბავშვთა ცენტრში. ახლა კი ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს.