უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა 15 ნოემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი უნდა დაამტკიცეს. დღეს განიხილეს კანონპროექტი „აჭარის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.
1 იანვრიდან მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტები სამინისტროებთან გაერთიანდებიან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთიანდება ტურიზმისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამმართველო სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საარქივო სამმართველო კი განათლების სამინისტროს უერთდება. დღესვე უმაღლეს საბჭოში 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს მოუსმინეს. ასევე მოისმინეს ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.